დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ, გმობენ აეროპორტში მომხდარს, რა დროსაც ზურაბიშვილს კვერცხები ესროლეს
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ, გმობენ აეროპორტში მომხდარს, რა დროსაც ზურაბიშვილს კვერცხები ესროლეს. სახელისუფლებო გუნდი ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. ამბობენ, რომ დიპლომატები ერთი მხრივ, გმობენ ზურაბიშვილთან დაკავშირებულ საკითხს, თუმცა როდესაც ანალოგიურად მოექცნენ ერთ-ერთ მოსამართლეს, მათ რეაგირება არ ჰქონდათ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის შემთხვევა მოსამართლის შემთხვევისგან განსხვავდება.
