რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული კალინ ჯორჯესკუ აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები მას ბაიდენის ადმინისტრაციამ გაუუქმა
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული კალინ ჯორჯესკუ აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები მას ბაიდენის ადმინისტრაციამ გაუუქმა. მისი თქმით, პროცესში აქტიურად იყო ჩართული ყოფილი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რაც არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. ვრცელ ინტერვიუში ჯორჯესკუმ რუმინეთში სოროსის ქსელის დამანგრეველ საქმიანობაზეც ისაუბრა და პირობა დადო, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ქვეყანაში სოროსის ორგანიზაციის საქმიანობას აკრძალავს.
