განათლების და მეცნიერებისა მინისტრმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათის განახლებული მე-2 საჯარო სკოლა გახსნა
განათლების და მეცნიერებისა მინისტრმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათის განახლებული მე-2 საჯარო სკოლა გახსნა. ალექსანდრე წულაძემ სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანამედროვე გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა. სოფელ ფერსათის მე-2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.
