Enjoy Travel-ის ვერსიით, ციფრულ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის თბილისი საუკეთესოდ დასახელდა და პირველ ადგილზე გავიდა
კომპანია Enjoy Travel-ის ვერსიით საქართველოს დედაქალაქი მსოფლიოს 25 ქალაქს შორის ციფრულ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის საუკეთესოდ, ნომერ პირველ ადგილზე დასახელდა. თბილისმა გაუსწრო ისეთ ქალაქებს, როგორიცაა ბუდაპეშტი, ტალინი, ვალენსია, სტამბოლი და საბერძნეთის კრეტას კუნძული.