ტრამპი ზელენსკის მწვავედ აკრიტიკებს
უკრაინის პრეზიდენტს რთული დღეები უდგას. თეთრი სახლის ლიდერის რიტორიკა მის მიმართ უკიდურესად გამწვავდა. დონალდ ტრამპმა ზელენსკის დაბალრეიტინგიანი დიქტატორი უწოდა და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთთან დიალოგზე უარის თქმის გამო, ზელენსკიმ ქვეყანა განადგურებამდე მიიყვანა, ამერიკის წინა ადმინისტრაციას კი თავის ჭკუაზე ათამაშებდა, რაც აღარ გაგრძელდება. ტრამპის კრიტიკას მწვავე რეაქცია მოჰყვა კიევსა და ევროპის დედაქალაქებში. ევროპელმა ლიდერებმა ტრამპის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდეს და უკრაინის პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
