ინფრასტრუქტურული პროექტები
რუსთაველის გამზირი სრულად განახლდება. მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და საგზაო ინფრასტრუქტურა. ასევე იგეგმება დედაქალაქის მთავარ გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების განახლებაც. მასშტაბური სამუშაოები მაისში დაიწყება და ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება. პარალელურად, დაგეგმილია ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების მოწესრიგება. ამ დროისთვის თბილისის მერია არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
