შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში
თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები - პარლამენტის წევრებმა თავდაცვის მინისტრისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელებთან ერთად დეპუტატებს უმასპინძლა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ფუნქციონირების საკითხს დაეთმო. 2025 წლის იანვრიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის ძალებში გადიან.
