შს მინისტრის შეხვედრა
შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის ელჩთან. ალი ქაან ორბაიმ ვახტანგ გომელაურს შინაგან საქმეთა საკითხებში საელჩოს ახლად დანიშნული მრჩევლები წარუდგინა. მინისტრმა თურქულ მხარეს სამართალდამცავ ორგანოებთან არსებული ინტენსიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე აღინიშნა თურქეთის მონაწილეობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის განხორციელების პროცესში.
