მხარდაჭერა საქართველოს
საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების საშინელი მოთხოვნა, ამის არანაირი სამართლებრივი თუ გონივრული საფუძველი არ არსებობს. ეს სლოვაკი ევროპარლამენტარის სიტყვებია. ბრანისლავ ონდრუში ქრონიკასთან ინტერვიუში, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებს მწვავედ აკრიტიკებს და განმარტავს, რომ მსგავსი მიდგომა საქართველოს მიმართ რეალობას მოკლებული და უსამართლოა. სლოვაკი ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ ბრიუსელს ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების აღიარება და თბილისთან თანასწორი პარტნიორობის პრინციპით დიალოგის წარმოება მაინც მოუწევს.
