უკრაინას ამერიკის სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაუჭირდება- აცხადებს კირილ ბუდანოვი
უკრაინას ამერიკის სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაუჭირდება- აცხადებს კირილ ბუდანოვი. უკრაინის თავდაცვის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის თქმით, მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რათა ვაშინგტონმა კიევის მხარდაჭერა გააგრძელოს. ბუდანოვის თქმით, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს ორმხრივად სარგებლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, ევროკავშირს კი თავად სჭირდება უკრაინა, რადგან მის გარეშე ევროპის კონტინენტზე გლობალურ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. დაზვერვის სამმართველოს უფროსმა ისიც აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ეფექტიანი ვერ იქნება, თუკი მასში ომში უშუალოდ მონაწილე მხარეები არ ჩაერთვებიან.
