უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, თუმცა პუტინი ქვეყნის ოკუპირებას ვერ შეძლებს
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, თუმცა პუტინი ქვეყნის ოკუპირებას ვერ შეძლებს. ზელენსკი ამბობს, რომ დონალდ ტრამპი რუსული დეზინფორმაციის გავლენის ქვეშაა, როცა მისი, როგორც პრეზიდენტის, ოთხ პროცენტიან რეიტინგზე საუბრობს. ის ასევე არ ეთანხმება ტრამპს, რომ ამერიკამ უკრაინის ომში 500 მილიარდი დახარჯა, ზელენსკი ამბობს, რომ ომზე 320 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, საიდანაც 120 უკრაინამ გადაიხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებს ძვირფასი მინერალების გადაცემის შესახებ ამერიკის შეთავაზებული ხელშეკრულების ხელმოწერას, რადგან ქვეყნის გაყიდვა არ სურს.
