ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩიეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე სამხრეთ კორეაში გამართულ კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს 41-ე სხდომაზე, ფონდის მმართველი საბჭოს წევრად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შემადგენლობიდან მეორე ვადით აირჩიეს. ნინო თანდილაშვილი ფონდის საბჭოს წევრი 2027 წლის ბოლომდე იქნება. კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს სხდომაზე განიხილეს იყო კლიმატის მწვანე ფონდის მმართველობის გაუმჯობესებასთან და ფონდის რეგიონული წარმომადგენლობების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები.
