არასაყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის გამარტივების მიზნით, მოსახლეობისთვის სპეციალური ვებგვერდი შეიქმნა
არასაყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის გამარტივების მიზნით, მოსახლეობისთვის სპეციალური ვებგვერდი შეიქმნა. როგორც დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სერვისი არ არის მოგებაზე ორიენტირებული კომერციული პროექტი. მომსახურების მიღება მიზერულ ფასად იქნება შესაძლებელი - ერთ კუბურ მეტრამდე ნარჩენის გატანის საფასური 9 ლარია.
