შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე ელჩმა მინისტრს საელჩოს ახლად დანიშნული მრჩევლები წარუდგინა. ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან არსებული ინტენსიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა თურქეთის მონაწილეობას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის განხორციელების პროცესში. ვახტანგ გომელაურმა მადლიერება გამოხატა თურქული მხარის ინიციატივაზე ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ ჩართულ თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო - საზღვაო ძალების ხომალდებზე ქართული კონტინგენტის განლაგების შესახებ.
