თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს დეპუტატები გაეცნენ
თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს გაეცნენ დეპუტატები. პარლამენტის წევრებს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ფუნქციონირების საკითხზე. თავდაცვის კოდექსის მიხედვით, 2025 წლის იანვრიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის ძალებში გადიან. საუბარი ასევე შეეხო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში სააგენტოს მიერ, პარტნიორი სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, დანერგილ სამხედრო აღრიცხვის სისტემას.
