მამუკა მდინარაძის გამოხმაურება
ვარშავაში ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის არყოფნას და პოლონეთის საელჩოს მიერ ამაზე ხაზგასმას, საუბარია ფოტოს გამოქვეყნებაზე, სადაც ცარიელი სკამი ჩანს, უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძის თქმით, მოწვევა საგარეო საქმეთა მინისტრს არ მიუღია, საქართველო კი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარ მინისტერიალში არ მიიღებს მონაწილეობას.