ევროპული სამეზობლოს საბჭოს მრჩევლის გზავნილები მეორე დღეა განხილვის თემაა თბილისში
ევროპული სამეზობლოს საბჭოს მრჩევლის გზავნილები მეორე დღეა განხილვის თემაა თბილისში. ტერე ჰელანდი წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღარ არის ევროპის სანდო პარტნიორი, ევროპამ უნდა იმოქმედოს და საქართველო არის საბრძოლო ველი. მისივე თქმით, ევროპას საქართველოში გამარჯვება სჭირდება. განცხადებაში პრობლემას ვერ ხედავს ოპოზიცია. მმართველი გუნდისთვის კი ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ არსებობდა საქართველოს ომში ჩართვის კონკრეტული გეგმა, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ხაზგასმით ამბობენ, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს.
