უმრავლესობის ლიდერი გარკვეული ორგანიზაციების და ფონდების მიერ საპროტესტო აქციების დაფინანსებაზე საუბრობს და ამ კონტექსტში პოსტ TV-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და კადრებზე ამახვილებს ყურადღებას
უმრავლესობის ლიდერი გარკვეული ორგანიზაციების და ფონდების მიერ საპროტესტო აქციების დაფინანსებაზე საუბრობს და ამ კონტექსტში პოსტ TV-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და კადრებზე ამახვილებს ყურადღებას. პოსტ TV-იმ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ ტვ პირველის ოპერატორი, გარკვეული პლაკატის ხელში დაჭერის სანაცვლოდ, ფულს იღებს. ლაშა ჯიოშვილი სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის არის დაკავებული.
