უკრაინის ომთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებამ "ქართული ოცნების“ წევრებს მათ მიერ სამი წლის წინ მიღებული რეზოლუცია და გაკეთებული განცხადებები გაახსენა
უკრაინის ომთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, „ქართული ოცნების“ წევრებს მათ მიერ სამი წლის წინ მიღებული რეზოლუცია და გაკეთებული განცხადებები გაახსენა. როგორც მაშინ ამბობდა საქართველოს ხელისუფლება, რომ არა კონკრეტული ძალების ინტერესები, ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის და საქართველოს ხელისუფლების პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა და რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა იყო სწორი და მას ალტერნატივა არ ჰქონდა. ოპოზიციას კი ამის აღიარება უჭირს და ტრამპის განცხადებებს განსხვავებულად იგებს
