საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ აცხადებს, რომ ევროკავშირს არ შეუძლია ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ურთიერთობას შეეწინააღმდეგოს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ აცხადებს, რომ ევროკავშირს არ შეუძლია ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ურთიერთობას შეეწინააღმდეგოს. ბაირუ ამ საკითხში ევროპის სისუსტეს აღიარებს. ამასთან, საფრანგეთის პრემიერმა პარიზში გამართული ევროპელი ლიდერების სამიტიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ შეხვედრა უშედეგო იყო. საფრანგეთში კი პოლიტიკური ვითარებით იმედგაცრუებულთა რიცხვი გაიზარდა.
