დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის აკრიტიკებს
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის აკრიტიკებს. ტრამპი ზელენსკის ფაქტობრივად ომის გახანგრძლივებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, კიევს და მის მოკავშირეებს 3 წელი ჰქონდათ იმისთვის, რათა სამშვიდობო შეთანხმებისთვის მიეღწიათ. ტრამპმა ზელენსკის უკრაინაში რეიტინგიც დაუწუნა და არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას გაუსვა ხაზი. ასევე ტრამპმა შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებაზე ისაუბრა.
