სლოვაკი ევროპარლამენტარის თქმით, ბრიუსელს არ აქვს უფლებამოსილება საქართველოს ახალი არჩევნების ჩატარება მოსთხოვოს ან დააძალოს
სლოვაკი ევროპარლამენტარის თქმით, ბრიუსელს არ აქვს უფლებამოსილება საქართველოს ახალი არჩევნების ჩატარება მოსთხოვოს ან დააძალოს, რადგან ამის არანაირი სამართლებრივი თუ გონივრული საფუძველი არ არსებობს. ქრონიკასთან ინტერვიუში ბრანისლავ ონდრუში მწვავედ აკრიტიკებს ევროპარლამენტის მიერ მსგავსი მოთხოვნების შემცველი რეზოლუციების მიღებას და განმარტავს, რომ ევროკავშირის მიდგომა საქართველოს მიმართ რეალობას აცდენილი და უსამართლოა. სლოვაკი ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ საბოლოო ჯამში, ბრიუსელს რეალობის აღიარება მოუწევს.
