ავსტრია საქართველოსთან ურთიერთობის განვითარებითაა დაინტერესებული
ავსტრია საქართველოსთან ურთიერთობის განვითარებითაა დაინტერესებული. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ავსტრიის შრომისა და ეკონომიკის ფედერალურ სამინისტროში შეხვედრები გამართა. წელს საქართველოში ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება. ასევე საქართველოს ავსტრიელ ბიზნესმენთა ჯგუფი ეწვევა ქართულ - ავსტრიულ ბიზნეს ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ვიზიტის ფარგლებში, გენადი არველაძე მსხვილი ავსტრიული ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებსაც შეხვდა და მათ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული ვითარება, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.
