გრანტები მესამე სექტორისთვის
„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით, 85 ხმით მიიღო. მთავრობის საპარლამენტო მდივნის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტით გრანტის გაცემის უფლება, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მიენიჭება, რომლის მიზანი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა იქნება. ამისთვის კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 20 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.
