მედია - დეზინფორმაცია
მიმდინარე კვირას პარლამენტი მედიის შესახებ კანონზე იმსჯელებს. სახელისუფლებო გუნდი კანონპროექტს ბრიტანულ მოდელზე დაყრდნობით შეიმუშავებს, რომლის მიხედვითაც, მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები დადგინდება. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ინიციატივის მიზანი, გარედან მართული დეზინფორმაციული კამპანიების წინააღმდეგ ბრძოლაა, რადგან ე.წ თვითრეგულირების სისტემები არ მუშაობს.
