ხელისუფლების სწორი პოლიტიკა
იმას რასაც მმართველმა გუნდმა 2022 წლის შემდეგ ფარდა ახადა, ახლა თავად შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ებრძვის. დონალდ ტრამპმა მთავარ გამოწვევად დიფსთეითის დამარცხება გამოაცხადა, USAID-ისა და NED-ს, კრიმინალებისა და შეშლილი რადიკალების ბუდე უწოდა. საქართველოს ხელისუფლებამ კი მტკიცე პოზიციისა და პრაგმატული პოლიტიკით ქვეყანას გლობალური საფრთხე ააცილა. ამ შინაარსის პოლიტიკური განცხადებები დღეს პარლამენტის სესიაზე გაკეთდა. „დაუძინებელი მეგობრებისა“ და მათი მოკავშირეების ჩავარდნილი გეგმა და საქართველოს ხელისუფლება, რომელიც უკვე მესამე წელია, ქვეყნის ინტერესებს იცავს.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
