მოლაპარაკება საუდის არაბეთში
საკონსულტაციო მექანიზმი, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გამაღიზიანებელი ფაქტორების აღსაკვეთად შეიქმნება. ამაზე შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციები საუდის არაბეთში შეთანხმდნენ. პირველად 3 წლის შემდეგ, ვაშინგტონი და მოსკოვი ერთმანეთს პირისპირ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დაელაპარაკნენ. მთავარი თემა უკრაინაა. მოლაპარაკებების მიზანი კი, ომის დასრულება და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება. ამერიკა-რუსეთის პოლიტიკურ მოედანზე ევროკავშირი და თავად უკრაინა ჯერჯერობით თამაშგარე მდგომარეობაში არიან.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
