„ლა გაზეტა დელო სპორტსა“ და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„ლა გაზეტა დელო სპორტსა“ და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ეს-ემ-ეიჩ სპორტსის დირექტორმა ლაშა მაჭავარიანმა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მოაწერეს. თანამშრომლობის ფარგლებში გამოცემა ქართული რაგბის, დიდი 10-ის, ასაკობრივი ნაკრებებისა და უფროსი ბორჯღალოსნების შესახებ ინფორმაციას გააშუქებს. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, მეტი ჩართულობისა და ინფორმირებულობის ხელშეწყობა გულშემატკივრებსა და სარაგბო საზოგადოებას შორის. მემორანდუმის საფუძველზე ორივე მხარე იღებს პასუხისმგებლობას, იზრუნოს ქართული რაგბის განვითარების ხელშეწყობასა და აუდიტორიის მოზიდვაზე.
