მოსკოვი საბანკო საგადასახადო სისტემებზე დასავლური სანქციების შემსუბუქებას არ გამორიცხავს
მოსკოვი საბანკო საგადასახადო სისტემებზე დასავლური სანქციების შემსუბუქებას არ გამორიცხავს. რუსეთის დუმაში აცხადებენ, რომ რუსულ ბანკებში მალე „ვიზა“ და „მასტერქარდი“ ისევ ხელმისაწვდომი იქნება. თუმცა დუმის დეპუტატები ამბობენ, რომ რუსული ბაზრის დატოვების შემდეგ, მათ დაბრუნება გაუჭირდებათ, რადგან მომხმარებელი უკვე ადგილობრივ საგადასახადო სისტემებს მოერგო და დასავლურ საკრედიტო ბარათებზე სწრაფად არ გადავა. რუსულ საბანკო სფეროს დასავლეთმა მკაცრი სანქციები რუსული არმიის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაუწესა და რუსული ბანკები, საერთაშორისო საგადასახადო სისტემიდან გათიშეს.
