„უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპა საბავშვო მაგიდასთან გადასვეს“
უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპა საბავშვო მაგიდასთან გადასვეს. ამ სათაურით სტატიას „ფაინენშალ თაიმსი“ აქვეყნებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გამოცემა გერმანული რეინმეტალის აღმასრულებელ დირექტორს გაესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მოლაპარაკებებიდან გარიყვა ევროპული ქვეყნების მხრიდან ათწლეულების განმავლობაში თავდაცვის სფეროში არასაკმარისმა ინვესტიციებმა გამოიწვია. როგორც სტატიაშია აღნიშნული, უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიდან გარიყვის გამო, ევროპამ მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს. „თუ მშობლები სადილობენ, ბავშვები სხვა მაგიდასთან უნდა დასხდნენ. შეერთებული შტატები რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მაგიდასთან კი არცერთი ევროპელი არ არის. აშკარაა, რომ ევროპელები ბავშვები არიან“- ვკითხულობთ სტატიაში.
