საუდის არაბეთში უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებები გრძელდება
საუდის არაბეთში უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებები გრძელდება. რუსული მხარე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მალე არ დასრულდება. მხარეებმა ისეთ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ, რომელიც შემდგომ ტრამპი-პუტინის მოლაპარაკებების საფუძველი გახდება. საუდის არაბეთში ამერიკულ მხარეს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი წარმოადგენენ. კრემლმა კი მოლაპარაკებებზე პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მიავლინა.
