სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები დაუპირისპირდნენ
სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები დაუპირისპირდნენ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მათ ზურაბიშვილს კვერცხები ესროლეს. ფაქტს მიუღებელი და დასაგმობი უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ორმაგ სტანდარტზე სიძულვილის კამპანიაზე, რომელიც მისივე თქმით, ფინანსდება და წახალისებულია გარედან.
