საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა პრეზიდენტმა, ერთ-ერთ ფრანგულ მედიასთან
საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა პრეზიდენტმა, ერთ-ერთ ფრანგულ მედიასთან. მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ კონფლიქტის მიმართ ხელისუფლების ქმედებები, ეროვნული ინტერესებით განისაზღვრება, განსხვავებით წინა მთავრობებისგან, რომლებიც ყაველაშვილის თქმით, გარე ძალებზე იყო დამოკიდებული. პრეზიდენტის განცხადებით, ევროპული გზა საქართველოს მკაფიო არჩევანია.
