პარლამენტმა გრანტების შესახებ კანონპროექტს 85 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა გრანტების შესახებ კანონპროექტს 85 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებების მიხედვით, მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც დაევალება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, ამავე მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობაც მიეცემა. გრანტის მიღების საშუალება ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას ექნება, რომელიც საზოგადოებისა და ქვეყნისთვის, მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა.
