პარლამენტის სესიაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა
პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა პარლამენტის სესიაზე. დეპუტატებმა არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და გლობალურ საფრთხეებზე ისაუბრეს. კანონმდებლებმა ხაზი გაუსვეს ვითარების განსაკუთრებით დაძაბვას რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ და ზეწოლას, რომელიც საქართველოზე ხორციელდებოდა და ამ ვითარებაში ხელისუფლების სწორ პოლიტიკაზე. დეპუტატებმა ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ხედვებისა და ღირებულებების თანხვედრაზეც.
