ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოში არსებულ მედია გარემოს აკრიტიკებს
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოში არსებულ მედია გარემოს აკრიტიკებს, ამ კონტექსტში საუბრობს მზია ამაღლობელზე და მის გათავისუფლებას ითხოვს. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ მისთვის შიმშილობა „სიმამაცის აქტია“. მმართველი გუნდის თქმით, ნებისმიერი განცხადება, სადაც არ ისმის პატიმრის მიმართ მოწოდება შიმშილობის შეწყვეტაზე, წახალისებად ფასდება. რაც შეეხება მედია გარემოს, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევროკავშირის ელჩის კრიტიკა უსაფუძვლოა.
