მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა
მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი წერს, რომ „ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა მისთვის მძიმეა“. განცხადება გააკეთა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა. ზურაბ ჩხაიძის თქმით, უკვე დამტკიცებულია შესაბამისი პროტოკოლი, თანმხლებ მკურნალობასთან ერთად. მისივე თქმით მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება და კვლევების ჩატარება ყოველდღიურად მოხდება.
