პარლამენტში, ამერიკული FARA-ს ზუსტი ანალოგი, მიმდინარე კვირას იქნება ინიციირებული
პარლამენტში, ამერიკული FARA-ს ზუსტი ანალოგი, მიმდინარე კვირას იქნება ინიციირებული. მიზანი, გარე ჩარევების მაქსიმალურად შემცირებაა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ყურადღებით დააკვირდებიან ფარასთან დაკავშირებით ამერიკაში მიმდინარე დისკუსიებს. ისინი მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელოდებიან, თუმცა ცვლილებების შემთხვევაში მზად არიან, თუ ეს რელევანტური იქნება, იგივე თავადაც გაითვალისწინონ. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ამ შემთხვევაშიც შინაარსში შესვლისგან თავს იკავებენ.