პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების დანაშაულების შესწავლა უკვე დაიწყო
პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების დანაშაულების შესწავლა უკვე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე გამოცხადების უარი, კანონმდებლობით ისჯება, „ნაციონალური მოძრაობა“ კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებს. ამის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაწერა, რომელზეც კომისიამ 2004 წლის არჩევნების კონტექსტში ისაუბრა. სხდომაზე ითქვა, რომ სწორედ ჭიაბერაშვილის, ცესკოს მაშინდელი თავმჯდომარის ხელმოწერაა ორ ოქმზე, რომლითაც არჩევნების შედეგები გაუქმდა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად საზოგადოებას ექნება დეტალური ინფორმაცია, მათ შორის იმაზეც, თუ რატომ არ წარადგინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, 2008 წლის ომზე, ევროპულ სასამართლოში მტკიცებულებები ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ.
