ტერე ჰელანდის განცხადებაში, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის ბრძოლის ველად არის მოხსენიებული, პრობლემას ვერ ხედავს ოპოზიცია
ტერე ჰელანდის განცხადებაში, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის ბრძოლის ველად არის მოხსენიებული, პრობლემას ვერ ხედავს ოპოზიცია. მმართველი გუნდისთვის კი ეს განცხადება ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირს აქვს კონკრეტული ინტერესები საქართველოს მიმართ, რომლის გასატარებლადაც ევროპელი ბიუროკრატები არც ფულს ზოგავენ და არც მონდომებას.
