23 მარტს, უეფას ერთა ლიგის ბე დივიზიონის პლეი აუტის საპასუხო შეხვედრას საქართველოს ნაკრები სომხეთთან „დინამო არენაზე“ ჩაატარებს
23 მარტს, უეფას ერთა ლიგის ბე დივიზიონის პლეი აუტის საპასუხო შეხვედრას საქართველოს ნაკრები სომხეთთან „დინამო არენაზე“ ჩაატარებს. ამის შესახებ დღეს ოფიციალური განცხადება ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გააკეთა. სტადიონზე დახურული პირველი იარუსის მხოლოდ ექვსი სექტორი იქნება, რაც დაახლოებით 4 ათასი ადგილია. ბოლოს ეროვნულმა ნაკრებმა „დინამო არენაზე“ 26 მარტს ითამაშა, როდესაც ბერძნები 11-მეტრიანების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
