ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ ამერიკამ უკრაინა 500 მილიარდ დოლარად გაყიდა და ის რუსეთის გავლენის ზონად გადაიქცევა
ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ ამერიკამ უკრაინა 500 მილიარდ დოლარად გაყიდა და ის რუსეთის გავლენის ზონად გადაიქცევა. არესტოვიჩი ვაშინგტონის მიდგომას უკრაინაში არსებულ კორუფციას უკავშირებს. მისი თქმით, დასავლელ პარტნიორს არ მოსწონს რომ მათივე დახმარებას ომში მყოფი ქვეყნის არმიაში არამიზნობრივად იყენებენ. არესტოვიჩი აცხადებს, რომ ამერიკამ უკრაინის სტატუსი ე.წ რუხი ზონის დონემდე დაწია და საქმე იქამდეც მივიდა, რომ ვაშინგტონი მოსკოვთან უკრაინის დანაწევრებაზე საუბარსაც არ გამორიცხავს.
