სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან შეხვედრებს განაგრძობს
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან შეხვედრებს განაგრძობს. ლევან იოსელიანი დღეს გორის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებსა და სოფლის მოსახლეობას შეხვდა. იოსელიანმა ადგილობრივების პრობლემების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. დევნილები სასმელი წყლის გრაფიკისა და ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ. მონიტორინგის შედეგები ომბუდსმენის ყოველწლიურ ანგარიშში აისახება.
