ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრთან, გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ მზარდ როლს და იმ ღონისძიებებს, რომლებიც მხარეთა აქტიური ჩართულობით ხორციელდება მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო გადაზიდვების გახსნის საკითხი, რომელიც მიმდინარე წლის პირველი მაისიდან დაიწყება.
