პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილეს გრანტების შესახებ კანონპროექტი
პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილეს გრანტების შესახებ კანონპროექტი. ცვლილებების მიხედვით, მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც დაევალება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, ამავე მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობაც მიეცემა. გრანტის მიღების საშუალება ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას ექნება, რომელიც საზოგადოებისა და ქვეყნისთვის, მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა.
