მიხეილ ყაველაშვილის ინტერვიუ ფრანგულ მედიასთან
ფრანგულ მედიასთან ინტერვიუს დროს, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ კონფლიქტის მიმართ ხელისუფლების ქმედებები, ეროვნული ინტერესებით განისაზღვრება, განსხვავებით წინა მთავრობებისგან, რომლებიც ყაველაშვილის თქმით, გარე ძალებზე იყვნენ დამოკიდებული. პრეზიდენტის განცხადებით, ევროპული გზა საქართველოს მკაფიო არჩევანია.
