საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2025 წლის გათამაშებისთვის ემზადება
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2025 წლის გათამაშებისთვის ემზადება. წლის პირველ ოფიციალურ მატჩს ჩვენი გუნდი 21 თებერვალს, თბილისში, ანდორის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 25 თებერვალს, კვიპროსს ესტუმრება. მოახლოებული მატჩებისთვის ირის ანტმანის გუნდი თბილისში, ბასას მოედანზე ემზადება. ანდორასთან მატჩი 21 თებერვალს, მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. 2025 წლის ერთა ლიგის ცე ლიგის გათამაშებაში, ჩვენი ქვეყნის გუნდში მეორე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ანდორის და კვიპროსის ნაკრებებთან ერთად, მალტას დაუპირისპირდება. ცე ლიგა ექვსი ჯგუფისგან შედგება და ბე ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. დაწინაურების დამატებით შანსს მიიღებს ორი საუკეთესო მეორეადგილოსანიც, რომელიც დამატებით შეხვედრას გამართავს.
