უნგრეთის პრემიერ მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროპელმა ლიდერებმა მშვიდობის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვეს
უნგრეთის პრემიერ მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროპელმა ლიდერებმა მშვიდობის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვეს. ვიქტორ ორბანი საუდის არაბეთში უკრაინის ომის დასრულებისთვის დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებას გამოეხმაურა, რომელშიც ევროკავშირი არ მონაწილეობს. ორბანის თქმით, ევროპელებისთვის მტკივნეულია ის ფაქტი, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის მიღება, გაზეთებიდან მოუწევთ.
