საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრა
საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრა შტატებისა და რუსეთის მაღალი რანგის თანამდებობის პირებს შორის იქნება პირველი ნაბიჯი იმის დასადგენად, რამდენად სერიოზულად არის მოსკოვი განწყობილი უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებების მიმართ. ამის შესახებ ამერიკული მედია სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით აქვეყნებს ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ „ეს არის პუტინსა და ტრამპს შორის გამართული პირველი საუბრის გაგრძელება, რათა გაირკვეს, შესაძლებელია თუ არა საერთოდ, ეს პირველი ნაბიჯი გადაიდგას.
