მიუნხენი 25 იყო განგაშის სიგნალი. შტატები აღარ არის ევროპისთვის საიმედო პარტნიორი - წერს სოციალურ ქსელ "იქსზე" ექსპერტ-კომენტატორი
მიუნხენი 25 იყო განგაშის სიგნალი. შტატები აღარ არის ევროპისთვის საიმედო პარტნიორი - წერს სოციალურ ქსელ "იქსზე" ექსპერტ-კომენტატორი, ევროპული სამეზობლოს საბჭოს მრჩეველი ტერე ჰელანდი. ის შტატების თავდაცვის მინისტრს უკრაინის გაყიდვაში ადანაშაულებს. ჰელანდი საქართველოს ბრძოლის ველად მოიხსენიებს და ევროპის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით, ევროპის შემტევი პოლიტიკის გეგმებზეც წერს. სამოქმედო გეგმაში კი ქართული ოცნების ლიდერებისთვის სანქციების დაწესებას, ქვეყანასთან ეკონომიკური ომის წარმოებას, ახალი არჩევნების დანიშვნას და ევროპის მხრიდან ქუჩის აქციების მხარდაჭერას ასახელებს.
